ლუარსაბ I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ლუარსაბ I''' – (გ. 1556), [[ქართლი|ქართლის]] მეფე 1527-56 წლებში. დავით X-ის ძე. [[მეომარი]] და [[მხედართმთავარი]].  
+
'''ლუარსაბ I''' – [[ქართლი|ქართლის]] მეფე 1527-56 წლებში. [[დავით X]]-ის ძე.  
  
1522 წელს თავი გამოიჩინა ირანელებთან [[ბრძოლა|ბრძოლაში]]. ლუარსაბ I ცდილობდა [[ირანი]]ს და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] [[აგრესია|აგრესიის]] წინააღმდეგ ქართლის სამეფო და სამთავროების ძალების გაერთიანებას.  
+
ჯერ კიდევ ბატონიშვილი იგი შეუპოვრად იბრძოდა ყიზილბაშების წინააღმდეგ თელეთთან.
  
1545 წელს დაეხმარა [[იმერეთი]]ს მეფე [[ბაგრატ III]]-ს ოსმალებთან [[ომი|ომში]] ( [[სოხოისტას ბრძოლა 1545|სოხოისტას ბრძოლა]]). წინააღმდეგობა გაუწია ირანის შაჰის თამაზ I-ის [[ლაშქრობა|ლაშქრობებს]] ქართლის სამეფოში (1541, 1547, 1551, 1554). არ ცნო ირან-ოსმალეთის 1555 წლის ამასიის [[ზავი]], რომლის ძალით აღმოსავლეთ საქართველო [[ირანი|ირანის]], ხოლო დასავლეთ [[საქართველო]] – ოსმალეთის სამფლობელოდ გამოცხადდა.  
+
1526 წელს ლუარსაბმა პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე [[ბაგრატ III (იმერეთის მეფე)|ბაგრატ III]]-თან (1510-1565) - ცოლად შეირთო მისი ასული თამარი. 1535 წელს ბაგრატ III-მ გაილაშქრა პროთურქული ორიენტაციის მქონე სამცხის მთავრის ყვარყვარე II-ის წინააღმდეგ. ერთობლივი მოქმედების შედეგად, ბაგრატმა სამცხე საათაბაგო დაიკავა, ლუარსაბმა - [[ჯავახეთი]].
  
1556 წელს დაიღუპა [[გარისის ბრძოლა 1556|გარისის ბრძოლა]]ში.
+
ლუარსაბ I ცდილობდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ძალების გაერთიანებას მთელი [[საქართველო]]ს მასშტაბით. ბაგრატ III-ის გარდა, მან კავშირი დაამყარა კახეთის მეფე ლევანთან.
  
 +
ირანის შაჰი თამაზ I-ის ოთხგზის [[ლაშქრობა]] საქართველოში (1541, 1547, 1551, 1554 წწ) ლუარსაბ I-ის მეფობის პერიოდში განხორციელდა.
  
 +
1541 წელს ლაშქრობის დროს, ისარგებლეს რა მეფე ლუარსაბის დედაქალაქში არყოფნით და [[თბილისი]]ს [[ციხისთავი]]ს სულმოკლეობით, ყიზილბაშები თბილისს დაეუფლნენ. კახეთიც მათ დამორჩილდა. ლუარსაბმა [[პარტიზანული ომი|პარტიზანული ბრძოლები]] გააჩაღა, მტერი დიდად დააზარალა და აიძულა უკან გაბრუნებულიყო.
 +
 +
1545 წელს სამცხე-საათაბაგოს ოსმალები შემოესივნენ. ლუარსაბმა განჭვრიტა ის დიდი უბედურება, რაც მოჰყვებოდა თურქების გაბატონებას სამხრეთ საქართველოში, ამიტომ დაუყოვნებლივ გამოეხმაურა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მოწოდებას, მაგრამ სოხოისტასთან გამართულ ბრძოლაში ქართლ-იმერეთის გაერთიანებული [[ლაშქარი]] დამარცხდა და სამცხე საათაბაგოში ოსმალებმა თავიანთი მომხრე [[ათაბაგი]]ს - ქაიხოსრო III-ის ხელისუფლება აღადგინეს. ლუარსაბ I მაინც ინარჩუნებდა ძალაუფლებას ჯავახეთში.
 +
 +
შაჰ-თამაზის მესამე ლაშქრობის წინ მეფე ლუარსაბმა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. ეს გახდა შაჰის მორიგი 1551 წლის ლაშქრობის მიზეზი საქართველოში. ამ ლაშქრობაში ყიზილბაშთა გამარჯვების შემდეგ ლუარსაბი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაკავებული ტერიტორიები.
 +
 +
ლუარსაბ I-ის დიპლომატიურ ნიჭზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი ცდილობდა ხელი შეეშალა ირან-ოსმალეთს შორის [[ზავი]]ს დადებისთვის, რადგან ესმოდა, რომ აგრესორთა შორის წარმოებული [[ომი]] აადვილებდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. [[ზავი]] ქ. ამასიაში 1555 წელს მაინც დაიდო.
 +
 +
ლუარსაბ I ფარ-ხმალს ამის შემდეგაც არ ყრიდა. მან თანდათან დაიბრუნა ქართლის არა ერთი [[ციხესიმაგრე|ციხე-სიმაგრე]] და შეავიწროვა [[თბილისის ციხე|თბილისის ციხის]] ყიზილბაშური [[გარნიზონი]].
 +
 +
1556 წელს ლუარსაბ I ყიზილბაშთა წინააღმდეგ სოფელ გარისთან (ქვემო ქართლი) წარმოებულ ბრძოლაში საბედისწერო შემთხვევამ იმსხვერპლა. გადმოცემით სასიკვდილოდ დაჭრილ მეფეს უთქვამს: ჩემს გლოვას დაეხსენით და ქვეყანას გაუფრთხილდითო. მისივე ანდერძისამებრ, სახელოვანი მეფე [[მცხეთა]]ს ჩამოასვენეს და [[ბაგრატიონები|ბაგრატიონ]] მეფეთა [[საძვალე]]ში - [[სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი|სვეტიცხოვლის ტაძარში]] დაკრძალეს.
 +
 +
ლუარსაბ I-ის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის დიდ შეფასებას ძლევენ როგორც მის, ასევე მომდევნო თაობის წარმომადგენლები. [[ბერი ეგნატაშვილი]]ს სიტყვით: „უკეთუმცა მეფესა ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არ ექნა, ახლამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ და რაოდენიცა დღეს სახელნი არიან საქართველოსანი, ყოველნივე ხმლისა მისისგან არიან.“
 +
 +
ქართულმა ისტორიულმა ტრადიციამ სამართლიანად დაუმკვიდრა ლუარსაბ I-ს დიდის ეპითეტი.
 +
 +
 +
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
* [[სოხოისტას ბრძოლა 1545|სოხოისტას ბრძოლა]]
 +
* [[გარისის ბრძოლა 1556|გარისის ბრძოლა]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[საქართველოს მეფეები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
 
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ქართლის მეფეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მხედართმთავრები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მხედართმთავრები]]
 +
[[კატეგორია:ბაგრატიონები]]

მიმდინარე ცვლილება 02:23, 25 ივნისი 2024 მდგომარეობით

ლუარსაბ Iქართლის მეფე 1527-56 წლებში. დავით X-ის ძე.

ჯერ კიდევ ბატონიშვილი იგი შეუპოვრად იბრძოდა ყიზილბაშების წინააღმდეგ თელეთთან.

1526 წელს ლუარსაბმა პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-თან (1510-1565) - ცოლად შეირთო მისი ასული თამარი. 1535 წელს ბაგრატ III-მ გაილაშქრა პროთურქული ორიენტაციის მქონე სამცხის მთავრის ყვარყვარე II-ის წინააღმდეგ. ერთობლივი მოქმედების შედეგად, ბაგრატმა სამცხე საათაბაგო დაიკავა, ლუარსაბმა - ჯავახეთი.

ლუარსაბ I ცდილობდა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ძალების გაერთიანებას მთელი საქართველოს მასშტაბით. ბაგრატ III-ის გარდა, მან კავშირი დაამყარა კახეთის მეფე ლევანთან.

ირანის შაჰი თამაზ I-ის ოთხგზის ლაშქრობა საქართველოში (1541, 1547, 1551, 1554 წწ) ლუარსაბ I-ის მეფობის პერიოდში განხორციელდა.

1541 წელს ლაშქრობის დროს, ისარგებლეს რა მეფე ლუარსაბის დედაქალაქში არყოფნით და თბილისის ციხისთავის სულმოკლეობით, ყიზილბაშები თბილისს დაეუფლნენ. კახეთიც მათ დამორჩილდა. ლუარსაბმა პარტიზანული ბრძოლები გააჩაღა, მტერი დიდად დააზარალა და აიძულა უკან გაბრუნებულიყო.

1545 წელს სამცხე-საათაბაგოს ოსმალები შემოესივნენ. ლუარსაბმა განჭვრიტა ის დიდი უბედურება, რაც მოჰყვებოდა თურქების გაბატონებას სამხრეთ საქართველოში, ამიტომ დაუყოვნებლივ გამოეხმაურა იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მოწოდებას, მაგრამ სოხოისტასთან გამართულ ბრძოლაში ქართლ-იმერეთის გაერთიანებული ლაშქარი დამარცხდა და სამცხე საათაბაგოში ოსმალებმა თავიანთი მომხრე ათაბაგის - ქაიხოსრო III-ის ხელისუფლება აღადგინეს. ლუარსაბ I მაინც ინარჩუნებდა ძალაუფლებას ჯავახეთში.

შაჰ-თამაზის მესამე ლაშქრობის წინ მეფე ლუარსაბმა სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. ეს გახდა შაჰის მორიგი 1551 წლის ლაშქრობის მიზეზი საქართველოში. ამ ლაშქრობაში ყიზილბაშთა გამარჯვების შემდეგ ლუარსაბი იძულებული გახდა დაეტოვებინა დაკავებული ტერიტორიები.

ლუარსაბ I-ის დიპლომატიურ ნიჭზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ იგი ცდილობდა ხელი შეეშალა ირან-ოსმალეთს შორის ზავის დადებისთვის, რადგან ესმოდა, რომ აგრესორთა შორის წარმოებული ომი აადვილებდა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას. ზავი ქ. ამასიაში 1555 წელს მაინც დაიდო.

ლუარსაბ I ფარ-ხმალს ამის შემდეგაც არ ყრიდა. მან თანდათან დაიბრუნა ქართლის არა ერთი ციხე-სიმაგრე და შეავიწროვა თბილისის ციხის ყიზილბაშური გარნიზონი.

1556 წელს ლუარსაბ I ყიზილბაშთა წინააღმდეგ სოფელ გარისთან (ქვემო ქართლი) წარმოებულ ბრძოლაში საბედისწერო შემთხვევამ იმსხვერპლა. გადმოცემით სასიკვდილოდ დაჭრილ მეფეს უთქვამს: ჩემს გლოვას დაეხსენით და ქვეყანას გაუფრთხილდითო. მისივე ანდერძისამებრ, სახელოვანი მეფე მცხეთას ჩამოასვენეს და ბაგრატიონ მეფეთა საძვალეში - სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

ლუარსაბ I-ის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის დიდ შეფასებას ძლევენ როგორც მის, ასევე მომდევნო თაობის წარმომადგენლები. ბერი ეგნატაშვილის სიტყვით: „უკეთუმცა მეფესა ლუარსაბს ესოდენი ბრძოლა არ ექნა, ახლამცა საქართველო ქმნილიყო სრულ სარკინოზ და რაოდენიცა დღეს სახელნი არიან საქართველოსანი, ყოველნივე ხმლისა მისისგან არიან.“

ქართულმა ისტორიულმა ტრადიციამ სამართლიანად დაუმკვიდრა ლუარსაბ I-ს დიდის ეპითეტი.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები