Cladochaeta candissima
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
Cladochaeta candissima - (Cladochaeta candissima [M. Bieb.] DC.); ოჯახი: რთულყვავილოვანნი](Asteraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, თეთრი, ფიფქისებური შებუსვით. ღერო სწორია ან წამოწეული, ქვედა ნაწილში – დატოტვილი, ხშირფოთლიანი. ფოთლები ოდნავ გასქელებულია, მჯდომარი ქვედა ფოთლები მოკლე-ნიჩბისებურია, ზედა ფოთლები ხაზურია. ცილინდრული კალთა შედგება 15-20 ყვავილისაგან. შეკრებილია ხშირ ნახევარქოლგებში ან ტოტების ბოლოებში. საბურველი და ყვავილებიც ყვითელია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება რიყეებსა და ქვიშნარებზე. Cladochaeta კავკასიის ენდემური გვარია. კახეთში ის გვხვდება, უმთავრესად, მდინარე გომბორის კალაპოტის გასწვრივ, სოფელ გომბორის მიდამოებში. საქართველოში იზრდება სამეგრელოში, ქართლში, ფშავსა და ხევში. კავკასიის ენდემური მცენარეა.