წრფელობითი ბრუნვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წრფელობითი ბრუნვაძველ ქართულში, ახალი ქართულისაგან განსხვავებით, გამოიყოფა ბრუნვა, რომელსაც წრფელობითი ეწოდება (წრფელობითი – „სწორი, პირდაპირი“). წრფელობითი ბრუნვა უნიშნოა, იგი სახელის ფუძეს წარმოადგენდა, ყველაზე მეტად გამოიყენებოდა შედგენილი შემასმენლის სახელად ნაწილად, დროისა და ვითარების გარემოებად. განსაზღვრულ შემთხვევებში ასრულებდა მისგან გვიან ჩამოყალიბებული სახელობითი ბრუნვის ფუნქციებსაც. აღნიშნავდა ქვემდებარესა და პირდაპი დამატებას; იხმარებოდა მხოლოდ ებ-იან მრავლობითში. მაგ., წრფელ ყვენით ალაგნი მისნი, ლ. 3, 4; მრავალ ჟამ სამოსელი არა შეემოსა, იქვე, ზ, 27: მაშინ ჰეროდე იდუმალ მოუწოდა მოგუთა მათ. მ. 2, 7; და იყო კაც ერთ მივლინებულ ღმრთისა მიერ, ი. 1, 6C; მრავალ სხუაცა სასწაულყო, იქვე, 20, 30.

სახელწოდება „წრფელობითი“ („საწრფელო“) პირველად გამოყენებული აქვს ზ. შანშოვანს (1737) ბრუნვის ნიშნის გარეშე, მხოლოდ ფუძის ფორმით წარმოდგენილი ბრუნვის აღსანიშნავად. მაგრამ ასეთებად, გარდა ხმოვანფუძიანი სახელებისა, ის მიიჩნევდა აგრეთვე თანხმოვანფუძიანი სახელების სახელობითი ბრუნვის ფორმასაც (საწრფელო – წერო, კაცი; სანათესაო – წერო-სი, კაცი-სა). დაწერილებითი მსჯელობაა წრფელობითი (იგივე სახელობითი) ბრუნეის შესახებ ანტონ I-ის „ქართულ გრამატიკაში“ (I რედ. 1753).

ანტონის მიხედვით, წრფელობითი არის „დასაბამ ბრუნვათა“, რომელსაც ორი ფუნქცია აქეს: I. „დაჰნიშნავს რომლისამე მყოფისა არსებასა მარტივად“; 2.„ჰნიშნავს მდგომარეობასა თჳსსა უცUuuu.JPGალებლად“. იგი „თჳთმდგომარეა“.

ამგვარად, პირველი ფუნქციით სიტყვა წარმოგვიდგება უცვლელად, თავისი პირვანდელი მნიშვნელობითა და აგებულებით. იგი მხოლოდ არსის გადმომცემია, ე. ი. ის არის, რასაც არისტოტელე უწოდებდა κληδιs („წოდება“, „სახელდება“), ხოლო შემდეგ სტოელებმა οξδη-ს სახელწოდებით ბრუნვათა სისტემაში შეიტანეს. წრფელობითი რომ „თჳთმდგომარე“ ბრუნვაა, ეს ნიშნავს შემდეგს: თავისი უცვლელობით და დამოუკიდებლობით იგი განსხვავდება სხვა (არაწრფელობითი, პირდაპირი) ბრუნვებისაგან, რომლებიც „ქუემდებარენი“, ანუ დაქვემდებარებულნი არიან, ანუ ბრუნების დროს იცვლებიან, ე. ი. წარმოადგენენ πωγιs-ს.

წრფელობითი ბრუნვის ფუნქციური განსხვავებულობა იყო საფუძველი იმისა, რომ ანტონმა პირდაპირი დამატების გამომხატველი წრფელობითის ფორმა, რომელსაც „იგივეობაჲ აქUuuu.JPGს ბრუნჳთა“, მაგრამ „სხUuuu.JPGაობაჲ“ აქUuuu.JPGს ძალითა“ (ე. ი. სხვა ფუნქციას ასრულებს), ბრუნვათა სისტემაში დატოვა არა როგორც „თჳთმდგომარე“, არამედ უკვე როგორც „ქუემდებარე“ ბრუნვა – შემასმენლობითი (შევიყUuuu.JPGარე იაკობი, მოვიძულე ესავი ). ამ ტერმინთან დაკავშირებით საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ანტონს იგი გამოყენებული აქვს არა ლათინური accusativus-ის („ბრალდება“, „შესმენა“) მნიშვნელობით, რომელიც, სპეციალისტების აზრით, სათანადო ბერძნული ტერმინის არასწორი თარგმანია, არამედ უშუალოდ ბერძნული. κατηγο–ρουμενον-ის მნიშვნელობით (თხრობა, შეგონება, გაგებინება). შესაძლოა, ანტონმა ტერმინი „შემასმენლობითი“ თავად შექმნა ძველ ქართულ თარგმანებში უკვე არსებული ტერმინის „შესმენილის“ ანალოგიით. ეს ფაქტი ერთხელ კიდევ მეტყველებს ქართული გრამატიკული ტერმინოლოგიის უშუალოდ ბერძნული პირველწყაროდან მიმდინარეობაზე.

ანტონის შემდეგდროინდელი გრამატიკოსები წრფელობითით ისვე სახელობით ბრუნვას გულისხმობდნენ (1840-მდე). როგორც სახელობითისაგან დამოუკიდებელი ბრუნვა, იგი ნ. მარმა გამოყო და გაუფორმებელი ბრუნვა უწოდა.

თანდათანობით წრფელობითი ბრუნვის (იგივე სახელობითის) განმარტება შეიცვალა. ამ ბრუნვამ ბერძნული გრამატიკული ლიტერატურიდან მომდინარე ფუნქციებიც დაკარგა, რამაც შემასმენლობითი ბრუნვის არსებობაც უაზრო გახადა ქართულ გრამატიკაში და ქართველმა გრამატიკოსებმა ის ამოიღეს კიდეც ბრუნვათა რიგიდან.

ა. მარტიროსოვი
ლ. ქაროსანიძე


ლიტერატურა

  • შანიძე აკ. ძველი ქართული ენა (მოკლე მიმოხილვა), თბ. 1954 (1975);
  • იმნაიშვილი ი. სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები ძველ ქართულში, თბ., 1957;
  • თოფურია ე. წრფელობითი ბრუნვისათვის ძველ ქართულში. – „სმამ“ (საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე), 1965, ტ. 38, №2

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები