ცემენტსატყორცნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცემენტსატყორცნი – დანადგარი სამშენებლო კონსტრუქციების ზედაპირზე ცემენტის, დუღაბის (ხსნარის) და ბეტონის ნარევის დასატანად გაშხეფებით (ტორკრეტირება). გამოიყენება ჰიდროტექნიკური და სამოქალაქო ნაგებობების მშენებლობასა და რემონტზე, აგრეთვე როგორც ქვიშასატყორცნი აპარატი.