შექცეული ფუნქცია
შექცეული ფუნქცია – ფუნქცია, რომელიც შეაქცევს მოცემული ფუნქციით მოცემულ დამოკიდებულებას. თუ მოცემულია y=f(x) ფუნქცია, მაშინ მისი შექცეული ეწოდება x= φ(y) ფუნქციას. შექცეული ფუნქციის განსაზღვრის არე არის მოცემული ფუნქციის მნიშვნელობათა არე, ხოლო შექცეული ფუნქციის მნიშვნელობათა არე - მოცემული ფუნქციის განსაზღვრის არე.
საზოგადოდ, მოცემული f ფუნქციის შექცეულ ფუნქციას ასე აღნიშნავენ f-1; მაგალითად, y=f(x) ფუნქციის შექცეულია x=f-1(y) ფუნქცია.
ურთიერთშექცეული y=f(x) და x= φ(y) ფუნქციების გრაფიკები საკოორდინატო სიბრტყეზე სიმეტრიულია პირველი და მესამე საკოორდინატო კუთხეების ბისექტრისების (x=y წრფის) მიმართ.
ცალსახა ფუნქციის შექცეული ფუნქცია შეიძლება იყოს მრავალსახა.
ნამდვილი ცვლადის უწყვეტი ფუნქციის შექცეული ფუნქცია არის ცალსახა მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა მოცემული ფუნქცია მონოტონურია.