ღრუბელთ უფალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ღრუბელთ ბატონი-დან)
ღრუბელთ უფალი – ცა-ღრუბლების ბატონი, ტაროსის ღვთაება. ქართული მითოლოგიური წარმოდგენით ღრუბელს, ნისლს, ჭექა-ქუხილს, წვიმას თავისი გამგებელი ჰყავს, რომელიც სხვადასხვა სახელით არის პერსონიფიცირებული (ელია, ლაზარე, პირიმზე, მაქსიმე). ზღაპრები და თქმულებები გვაცნობს მათ გარეგნობას, თვისებებს, დარგობრივ ასპარეზს. ელია ბრმაა, ქვეყანას ვერა ჰხედავს და ამიტომ ხან სად დაკრავს სეტყვას და წვიმას და ხან სად. პირიმზე ამირანიანის ძირითადი პერსონაჟია და ქაჯთ-ბატონის სახითაა წარმოდგენილი. ამინდის მართვისათვის ხალხს ლაზარობა, ელიობა დაუწესებია.
მ. ჩიქოვანი
ლიტერატურა
- ი. ჯავახიშვილი, ქ. ერის ისტ., I, 1951;
- მ. ჩიქოვანი, ქზრთული ეპოსი, I, 1959;
- ქართ. ხალხური პოეზია, I, 1972.