ქაჯი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქაჯი – ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟი, ბოროტი საწყისის გამოვლინება. ადამიანს მსგავსი თავზარდამცემი შესახედაობის არსება. ქაჯები ფლობენ ჯადოსნურ შესაძლებლობებს: დღეს ცვლიან ღამედ, ან პირიქით, იწვევენ ზღვის ღელვას და სძირავენ ნავებს, აქვთ სახის შეცვლის და გაუჩინარების უნარი, თავისუფლად დადიან წყლის ზედაპირზე. განირჩევა ხმელეთისა და წყლის ქაჯი. ხმელეთის ქაჯი მიუვალ კლდეებსა და ტყეებში ცხოვრობს, ადამიანებს მტრობს, სასიკვდილოდ სცემს და ჭკუიდან შლის. წყლის ქაჯი ნაკლებ მავნეა, მდინარეებსა და ტბებში ცხოვრობს და ხშირად მეთევზეებს მფარველობს. განსაკუთრებული სილამაზით არის დაჯილდოებული ქაჯის ქალი, რომელიც ადამიანებთან რომანულ ურთიერთობას ამყარებს, არაიშვიათად განსაცდელისაგან იხსნის და ცოლადაც მიყვება გმირებს.

მ. ჩაჩავა



ლიტერატურა

კ. კეკელიძე, ავტორი ვეფხ. და დრო მისი დაწერისა, მნათობი, 1931, 7-8; მ. ჩიქოვანი, ვეფხ. მითოლოგია, საბჭ. ხელოვნება, 1961, №11; შ. ჩიჯავაძე, ვეფხ. ერთი ტაეპის გაგებისათვის, საქ, სსრ მეცნ. აკად. მოამბე, 1964, II.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები