სოფიის წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოფიის წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები – ბულგარეთში, სოფიის წმ. კირილესა და მეთოდეს სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ქართული ხელნაწერი წიგნი ერთადერთი ერთეულის არსებობა უკავშირდება 1083 წელს ქართველი სარდლის, გრიგოლ ბაკურიანის ძის, მიერ დაარსებულ პეტრიწონის, იმავე ბაჩკოვის, მონასტერს. წიგნი წარმოადგენს ამ მონასტრის წესდებას, რომელიც XI ს-ში შედგა ქართულ და ბერძნულ ენებზე. ამჟამად ეს ადრეული დედანი დაკარგულია. სოფიის წმ. კირილესა და მეთოდეს სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებული ტიპიკონი კი წარმოადგენს გვიან, XIX ს-ის II ნახევარში, პეტრიწონის ტიპიკონის დედნიდან XIII ს-ში შესრულებული და საბერძნეთში, კუნძულ ხიოსზე, კორაისის სახელობის ბიბლიოთეკაში დაცული ასლიდან გადმოწერილ წიგნს.

პეტრიწონის ტიპიკონი

XIX ს. 65 ფ.+13 (დაუწერელი), ქაღალდი, 21×16,5 სმ.; ნუსხური, მელანი შავი, საზედაო ასოები მთავრულით. ხელნაწერი შეიცავს მნიშვნელოვან მინაწერებსა და ცნობებს როგორც ბიზანტიაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების, ასევე პეტრიწონის მონასტრის დამაარსებლებისა და სამონასტრო საკუთრების შესახებ. ტიპიკონს ერთვის მთავრულით შესრულებული ვრცელი მინაწერი ბაჩკოვოს მონასტრის ღვთისმშობლის ხატის მოჭედვის შესახებ. წარწერაში იხსენიებიან მომგებლები ათანასი და ოქროპირი, ასევე კონსტანტინე და დიმიტრი ბაგრატიონები. მინაწერის ასლი ინახებოდა კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის Q ფონდში, ამჟამად გადატანილია ფოტოებისა და მიკროფირების კოლექციაში (აღწერილობა 1958: 345). ტიპიკონის ქართული ტექსტი და პეტრიწონის მონასტრის ისტორის შესწავლილი და სრული ბიბლიოგრაფიის დართვით გამოცემულია (Tarchnisvili 1954; შანიძე 1971: 21- 27; მენაბდე 1980: 253-276).

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები