სომხეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სომხეთის დროშა

სომხეთი - (Armenia - სომხეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ ამიერკავკასიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველო, აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით - ირანი, დასავლეთით - თურქეთი.

ფართობი 29,8 ათ. კმ2.

მოსახლეობა – 3,2 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენასომხური.

დედაქალაქი - ქ. ერევანი.

ადმინისტრაციულად იყოფა 11 მარზად (მხარე).

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კრება (ერთპალატიანი პარლამენტი), აღმასრულებელი – მინისტრთა საბჭო (მთავრობა).

სომხეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყანაა. XIX საუკუნის დასაწყისში შეუერთდა რუსეთს. 1918 წელს გამოცხადდა სომხეთის დამოუკიდებლობა. 1920 წელს დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება და შევიდა სსრ კავშირის შემადგენლობაში. 1991 წლის 25 სექტემბერს მიიღეს დამოუკიდებლობის დეკლარაცია. სომხეთი არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი. მის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზა.

სომხეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. აქვს ატომური ელექტრო-სადგური, ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ენერგომატარებლების მიწოდებაზე.

მრეწველობის მნიშვნელოვანი დარგებია: მანქანათმშენებლობა (ელექტროტექნიკური, დაზგების, ხელსაწყოების), ფერადი მეტალურგია, ქიმიური, კვების მრეწველობა, საშენი მასალების წარმოება.

სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია: მევენახეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა.

საერთაშორისო აეროპორტი - ზვარტნოცი (ერევანი).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 43,6 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 40,4 ათ., სამხედრო-საჰაერო 3,2 ათ. და რეზერვი 210 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები