დიუნკერკის ოპერაცია 1940
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დიუნკერკის ოპერაცია 1940 - პირობითი სახელწოდება - „დინამო“, II მსოფლიო ომის დროს გერმანელთა მიერ დიუნკერკის რაიონში (ჩრდილოეთ საფრანგეთის სანაპიროზე) ბლოკირებული ინგლის-საფრანგეთ-ბელგიის ჯარების ევაკუაცია ინგლისში (26 მაისი – 4 ივნისი).
გერმანული სარდლობის შეცდომამ, ინგლისელი და ფრანგი მეზღვაურების, მფრინავებისა და ფრანგული არიერგარდის გმირობამ შესაძლებელი გახადა ჯარების დიდი ნაწილის ევაკუირება (215 ათ. ინლისელი, 123 ათ. ფრანგი და ბელგიელი) გერმანული ავიაციის ინტენსიური დარტყმების მიუხედავად. მოკავშირეთა სამხედრო ტექნიკა ნაპირზე იქნა დატოვებული.