ბაგრატ V

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაგრატ V (გ. 1393) - საქართველოს მეფე 1360-93 წლებში. ისტორიული წყაროები მას ახასიათებენ, როგორც გამოჩენილ სარდალს. მისი მეფობის დასაწყისში განუდგა სვანეთის საერისთავო.

ბაგრატ V-მ თავისი ლაშქარი სამი მხრიდან შეუსია მეამბოხეებს, დაიმორჩილა სვანეთი და შეიპყრო მისი ერისთავი ვარდანიძე (1361). ეს კამპანია ახალდასრულებული ოყო, როდესაც მოვიდა ცნობა სამცხეში მომთაბარე თურქების შემოჭრის შესახებ. მეფე 12 ათასი რჩეული მხედრით სწრაფად დაიძრა სამხრეთისაკენ, დაეწია ალაფით დატვირთულ თურქებს და გაანადგურა ისინი.

1386 წელს საქართველოში შემოიჭრა თემურლენგი (თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში), მძიმე ბრძოლით აიღო თბილისი და დაატყვევა ბაგრატ V.

1386-87 წლებში, ზამთარში, ყარაბაღში გამოსაზამთრებლად დაბანაკებულ თემურთან მყოფმა ბაგრატ V-მ მოჩვენებით ისლამი მიიღო და თემურმა იგი 12 ათასი მეომრის თანხლებით საქართველოში გამოუშვა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეფემ თავისი ვაჟის, გიორგის, დახმარებით თემურის მეომრები ამოწყვიტა.

1387 წლის გაზაფხულზე განრისხებული თემურლენგი საქართველოში შემოიჭრა და ქვეყნის აოხრება დაიწყო. ბაგრატ V-მ და გიორგიმ მტერს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს. თემურმა ბრძოლა შეწყვიტა და საქართველო დატოვა, რადგან ცნობა მიიღო ამიერკავკასიაში ოქროსურდოელი ხანის თოხთამიშის შემოჭრის შესახებ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები