ასკანიური ცხვარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Askaniuri.PNG

ასკანიური ცხვარი - ცხვრის ჯიში. ნაზსაწმისიანთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ეს ჯიში, მეცნიერმა, აკადემიკოსმა მ. ივანოვმა გამოიყვანა. ნერბების ცოცხალი წონა 60 - 65 კილოგრამია, ყოჩებისა 100-110 კილოგრამი. საუკეთესო ეგზემპლარები 174 კილოგრამსაც იწონიან. ამ ჯიშის ცხოველები, საერთოდ, ტანადია, ხოლო საუკეთესო ეგზემპლარების ცოცხალი წონა ნაზსაწმისიანი ყველა ჯიშისათვის მსოფლიო რეკორდს წარმოადგენს. მატყლის წლიური ნაპარსი უდრის: ნერბებში, 5,5-6,0 კილოგრამს, ყოჩებში კი 10-12 კილოგრამს; საუკეთესო ტამაზლუხები (მწარმოებლები) 20 კილოგრამზე მეტ მატყლს იძლევიან. გარეცხვის შემდეგ, სუფთა მატყლის გამოსავალი, ჭუჭყიანი მატყლის წონის 40-45°-ს შეადგენს. ასკანიური ჯიშის ერთი ნერბის მატყლისაგან შეიძლება გაკეთდეს 8 -9 მეტრი ისეთი ქსოვილი, როგორიცაა ბოსტონი ან კოვერკოტი.

ამ ჯიშის მატყლი მაგარია, ხშირია და ცალკეული ბოჭკოს (მატყლის ბეწვის) სიგრძეზე სინაზის მხრივ გამოთანაბრებული. მატყლის ბეწვთა სიგრძე 7,0-7,5 სანტიმეტრს უდრის. ცხიმოფლი ყვითელი ან ღია ყვითელია, საკმარისი რაოდენობითაა იმისათვის, რომ მატყლის ტექნიკური თვისებები დაიცვას.

ასკანიური ჯიშის ცხოველებს კისერზე 1-2 ნაოჭი აქვთ ხოლმე. ნერბები ნაყოფიერია და რძიანი. ასკანიური ჯიშის მოშენებას მისდევენ, უმთავრესად, უკრაინის სამხრეთში, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკისა და სხვა ოლქებში. ამ ჯიშის საუკეთესო ცხოველების ფარები ჰყავთ ხერსონის ოლქში. ადგილობრივ ჯიშებთან შეჯვარების გზით გამაუმჯობესებულ ჯიშად გამოიყენება საქართველოს მეცხვარეობაშიც.


წყარო

მეცხვარეობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები