ჰუსიტური ომები 1419-34

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იან ჟიჟკა ჰუსიტ მღვდელთნ ერთდ ბრძოლის შემდაგ გადაჰყურებს პრაღას

ჰუსიტური ომები 1419-34 - ჩეხეთის ბრძოლა (რელიგიური, სოციალური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი) გერმანიის იმპერატორთა უზენაესი ძალაუფლების, გერმანელი ფეოდალებისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ. სახელწოდება მოდის ჩეხეთის ეროვნული გმირის იან ჰუსის (1371–1415) სახელიდან.

ჰუსიტური ომების მსვლელობაში ჰუსიტების არმიამ (1424 წლამდე სარდლობდა იან ჟიჟკა) 1420–31 წლებში მოიგერია 5 ჯვაროსნული ლაშქრობა და თვითონაც დალაშქრა მეზობელი ქვეყნები.

ჰუსიტურ მოძრაობაში იყო 2 ძირითადი მიმართულება: რადიკალური (ტაბორიტები) და ზომიერი (მებარძიმეები). განხეთქილება მათ შორის სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდა, ტაბორიტები დამარცხდნენ (1434). მათი უკანასკნელი ციხესიმაგრე 1437 წელს დაეცა. ზომიერებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს იმპერატორთან და კათოლიკურ ეკლესიასთან.

ჰუსიტური ომების შედეგად ჩეხეთმა ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა შიდა წინააღმდეგობები არ იყო გადალახული. ჰუსიტური ომების პროცესში შემუშავდა დასავლეთ ევროპაში მანამდე უცნობი სამხედრო ორგანიზაცია და ტაქტიკა, გამოჩნდა მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარის უპირატესობა მძიმე კავალერიასთან შედარებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები