ჰონდურასი
ჰონდურასი - (Honduras - ჰონდურასის რესპუბლიკა), სახელმწიფო ცენტრალურ -ამერიკაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანის კარიბის ზღვა, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით – წყნარი ოკეანე, ფონსეკის ყურე.
ფართობი - 112,1 ათ. კმ2.
მოსახლეობა 7,6 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ესპანური.
დედაქალაქი - ქ. ტეგუსიგალპა.
ადმინისტრაციულად იყოფა 18 დეპარტამენტად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული ასამბლეა (ერთპალატიანი პარლამენტი).
დამოუკიდებლობის დღეა 15 სექტემბერი 1821 წლიდან.
ჰონდურასი ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანაა (მთავარი საექსპორტო კულტურაა ბანანი, ყავა და შაქრის ლერწამი). მისდევენ თევზჭერას და ხეტყის დამუშავებას.
მსხვილი საზღვაო პორტებია: პუერტო-კორტესი, ლა-სეიბა, ტელა, ტრუხილიო (კარიბის ზღვა) და ჩოლუტეკა (წყნარი ოკეანე).
საერთაშორისო აეროპორტი - ტეგუსიგალპა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 12 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 8,3 ათ., სამხედრო-საჰაერო 2,3 ათ. და სამხედრო-საზღვაო, სანაპირო დაცვა 1,4 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.