ჰიდროიზოლაციური მასალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰიდროიზოლაციური მასალა – დამცავი მასალა, რომლის დანიშნულებაა სამშენებლო კონსტრუქციების, შენობებისა და ნაგებობების დაცვა წყლისა და ქიმიურად აგრესიული სითხეების მავნე ზემოქმედებისაგან. დანიშნულების მიხედვით არის ანტიფილტრაციული, ანტიკოროზიული და მაჰერმეტიზებელი; მასალის სახეობის მიხედვით – ასფალტის, მინერალური, პოლიმერული და ლითონის.