ჯაყისწყალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჯაყისწყალი – მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფოცხოვისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თურქეთში, არტაანის პროვინციის პოსოფის რაიონში, ერუშეთის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2775 მ სიმაღლეზე. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 126 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 1,5 მ³/წმ.