ფოცხოვისწყალი
ფოცხოვისწყალი, (ფოცხოვი, ახალციხისწყალი) – მდინარე ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში, მტკვრის მარცხენა შენაკადი. მისი სიგრძეა 64 კმ, აუზის ფართობი – 1840 კმ2, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან – 22.4 მ3/ წმ.
სათავეს იღებს საქართველოს ფარგლებს გარეთ თურქეთში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2720 მ სიმაღლეზე და ჩაედინება მტკვარში. წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულზე, წყალმოვარდნა – აგვისტოდან ნოემბრამდე. ზამთარში დამახასაითებელია ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი. უმთავრესად მიედინება ვიწრო ხეობაში, ახასიათებს ვარდნა და სწრაფი დინება. წყალს იყენებენ სარწყავად, წისქვილისა და ჰესისათვის. ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახაისათებს მას: „სად მოდრკების, მოერთვის მტკვარს მუნ ახალციხისწყალი, და ახალციხისწყალი ეწოდების კვანჯღამდე ამ წყალსა, და მოდის დასავლეთიდამ აღმოსავლეთად”.