ჯარების შეცვლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების შეცვლა - ქვედანაყოფების, ნაწილების და შენაერთების მიერ დაკავებული პოზიციების, რაიონების (ზღუდეების), უბნების, ზოლების, ორგანიზებული მიღება და გადაცემა საბრძოლო ვითარებაში.

ჯარების შეცვლის დროს გადაიცემა:

ჯარების შეცვლისას დანიშნულ რაიონებში პირველ რიგში წინ წაიწევიან სადაზვერვო ქვედანაყოფები, სარაკეტო ნაწილი, სადაზვერვო-საცეცხლე კომპლექსი, არტილერია, საჰაერო თავდაცვის და I ეშელონის ნაწილები (ქვედანაყოფები). ამავე დროს, მოწინააღმდეგის შეტევაზე გადმოსვლის შემთხვევაში, მისი მოგერიება ხდება შესაცვლელი შენაერთის (ნაწილის, ქვედანაყოფის) მეთაურის ხელმძღვანელობით.

ჯარების შეცვლა ფორმდება აქტით. შეცვლის დასრულების მომენტად ითვლება შესაცვლელი შენაერთის (ნაწილის, ქვედანაყოფის) მეთაურის მოხსენება შეცვლის შესახებ თავისი უშუალო მეთაურისადმი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები