რაიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაიონი(ფრანგული rayon – სიტყვასიტყვით სხივი, რადიუსი)

1. ტერიტორიის, წყლის, საჰაერო და კოსმოსური სივრცის ნაწილი. ადგილი ან ადგილმდებარეობის (ზღვის) მონაკვეთი, რომლის ფარგლებში შეიარაღებული ჯარების (ძალების) სახეობების და გვარეობების, სპეციალური ჯარების სხვადასხვა ფორმირებების (ქვედანაყოფების, ნაწილების, შენაერთების, გაერთიანებების, და ა.შ.), აგრეთვე სახელმწიფოს სხვა ძალისმიერი სტრუქტურების ფორმირებების ნებისმიერი მოქმედება ხდება.

რაიონი ინიშნება ყველა სახეობის საბრძოლო მოქმედების და ჯარების (ძალების) ნებისმიერი სხვა საქმიანობის დროს და განისაზღვრება ზემდგომი მეთაურის (სარდლის, უფროსის) მიერ, გადააქვთ რუკაზე და აცნობენ ხელქვეითებს. სამხედრო-საზღვაო ძალებში, გარდა ამისა, განისაზღვრება: ფლოტის ძალების გაშლის რაიონი, სანაპიროს მონაკვეთი მიმდებარე ზღვის ტერიტორიით, სადაც განსაზღვრულია ხომალდების დაშორიშორებული დგომის, მომარაგების, გემების რემონტისა და სხვა პუნქტები (ადგილები) ძალების სრულ საბრძოლო მზადყოფნაში გადაყვანისა და საომარი მოქმედებების წარმოების დროს. საცეცხლე პოზიციების რაიონები, საცეცხლე პოზიცია არის ზღვის (ოკეანის) მონაკვეთი, რომელიც დაკავებულია ან მომზადებულია წყალქვეშა ნავებით დასაკავებლად იარაღის გამოსაყენებლად მიღებული ამოცანის და საბრძოლო მოქმედებების რაიონში შექმნილი პირობების შესაბამისად;


2. გეოსტრატეგიული სივრცის დაყოფის ერთეული, რომელიც მიღებულია ზოგიერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში.

რაიონი არის რეგიონის ნაწილი, ადგილმდებარეობის მონაკვეთი მიმდებარე ზღვის აკვატორიით და წყლის სივრცითურთ, რომლის ფარგლებშიც განლაგებულია დიდმნიშვნელოვანი ეკონომიკური, სამხედრო და ადმინისტრაციული ცენტრები, რომლებსაც ოპერატიულ-სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებათ სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის. რაიონში აგრეთვე იქმნება და მზადდება სტრატეგიული რეზერვები. სტრატეგიული კონტინენტური რაიონი, არის კონტინენტის ნაწილი ან მთლიანად კონტინენტი ზღვების და ოკეანეების სანაპირო წყლებით, შიდა ზღვებით და საჰაერო სივრცითურთ პირობითად განსაზღვრულ გეოსტრატეგიულ ფარგლებში. გარკვეულ პირობებში სტრატეგიული კონტინენტური რაიონი მთლიანად ან მისი ნაწილი შეიძლება წარმოადგენდეს საომარი მოქმედებების თეატრს. საოკეანო სტრატეგიული რაიონი, არის მსოფლიო ოკეანის აკვატორიის გეოგრაფიულად განცალკევებული ნაწილი, მასში არსებული კუნძულებით, მიმდებარე ზღვებით, ხმელეთის სანაპირო ზოლებით და საჰაერო სივრცით პირობითად განსაზღვრულ ფარგლებში, სადაც ვლინდება ან შეიძლება შეხების ობიექტი გახდეს ქვეყნის ეროვნული ინტერესები;


3. ტაქსონომეტრიული ერთეული გეოგრაფიაში – სხვადასხვა ნიშნების მიხედვით (გეოლოგიური აგებულება, რელიეფის ტიპი, კლიმატი და ა.შ.) ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონების უმდაბლესი ერთეული;


4. ადმინისტრაციული ერთეული ზოგიერთ ქვეყანაში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები