ჯარების კონტინგენტის გამომყოფი ქვეყანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯარების კონტინგენტის გამომყოფი ქვეყანა - ნატოს წევრი ქვეყანა ან მისი პარტნიორი სახელმწიფო, რომელიც გამოყოფს სამხედრო კონტინგენტს ნატოს ხელმძღვანელობით განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. სარდლობის განხორციელების მიზნით მზადაა, ოპერატიული დაქვემდებარების სისტემის შესაბამისად, გამოყოფილ ძალებზე უფლებამოსილება გადასცეს ნატოს.

კონტინგენტი შეიძლება შეიცავდეს ცალკეულ სამხედრო მოსამსახურეებს, სამხედრო ფორმირებებს ან სამსახურებს. მაგალითად, სამედიცინო, მატერიალურ-ტექნიკურ, სატრანსპორტო ან კავშირგაბმულობის სამსახურს.

ნატოს არაწევრი ქვეყნების ძალები უფლებამოსილების გადაცემის წინ, ნატოს ძალებთან ერთობლივი მოქმედების მზადყოფნის დასადასტურებლად, ჩვეულებრივ, ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლობაში გადიან სერტიფიცირებას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები