ჯარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯარა

ჯარა(ჯარანი (თუშ.), ჭახრაკი (სამცხ.ჯავახ.) - მატყლის ბამბის დასართავ-დასაძახი. ჯარის მთავარ ნაწილს შეადგენდა ფრთიანი ბორბალი, მორგვი, მასზე წამოდებული იყო ლამბი. ძაფის სართავ-საძახი თითისტარი - ჯარა-ტარი ბორბლის წინ გარდიგარდმო დოლებში იყო ჩასმული. თუშეთში ჯარას სამი ტიპი იყო თბეებიანი, ბორბლიან-ფერსოიანი და მირგვალი, მრგვალი. ხელით სატრიალებელ ჯარას გარდა არსებობდა წყლით სატრიალებელი ჯარაც. ჯარა სართავ-საძახად ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს ბარისა და მთის მოსახლეობაში (ქიზიყი, ქართლ-კახეთი, ხევსურეთი, მთიულეთ-გუდამაყარი, მესხეთი, საინგილო, იმერეთი).

ლიტერატურა

მსშხი (ქსოვა, ღებვა, ქარგვა), ტ. II, ნაწ. II, 1982. ლ.მ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები