ხუბულური თემურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თემურ ხუბულური

თემურ ხუბულური — (დ. 24 აპრილი, 1955, სოფელ სკრაში (გორის რაიონი). ქართველი ძიუდოისტი (95კგ). 1980 წლის მოსკოვის XXII ოლიმპიური თამაშების ­ ვერცხლის პრიზიორი, სსრკ-­ის ხალხთა სპარტაკიადისა (1979) და სსრკ­-ის ჩემპიონი (1979, 82) და ვერცხლის პრიზიორი (1980). ევროპის ორგზის (1976, 79) ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი (1981). ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (1977). ქართველ ძიუდოისტთა შორის ერთადერთი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1979, 81). საქართველოს აბსოლუტური ფალავანი (1976). სსრკ­-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს 1979 წლის საუკეთესო სპორტსმენი.

1980 წლის ოლიმპიური თამაშები

95 კგ, 23 მონაწილე
1. რობერ ვან დე ვალე (ბელგია)
2. თემურ ხუბულური (სსრკ)
3. ჰენდრიკ ნუმანი (ჰოლანდია)
3. დიტმარ ლორენცი (გდრ)
I წრე ­ ქულებით (ვაზარი) დაამარცხა დარიუშ ნოვაკოვსკი (პოლონეთი); II წრე ­ ქულებით (ვაზარი) მოუგო დანიელ რადუს (რუმინეთი); III წრე ­ მსაჯების გადაწყვეტილებით (ჰანტეი) სძლია დიტმარ ლორენცს (გდრ); IV წრე ქულებით (კოკა) გაიმარჯვა ხოსე ტორნესთან (კუბა); ფინალში წააგო (კოკა) რობერ ვან დე ვალესთან (ბელგია).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები