ხარისხი (მათემატიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხარისხი – ტოლ თანამამრავლთა ნამრავლი: a·a···a = an. a არის ხარისხის ფუძე, n -ხარისხის მაჩვენებელი, an – ხარისხი.
ხარისხზე ძირითადი მოქმედებები გამოისახება ფორმულებით:
- an∙am = an+m; an : am = an-m; (an)m = anm;
უარყოფითი ხარისხის მაჩვენებელი გვხვდება ჯერ კიდევ ნ. შუკეს თხზულებაში „მეცნიერება რიცხვების შესახებ სამ ნაწილად“ (XV ს). მათი სისტემატური ხმარება დაიწყო ი. ნიუტონმა. ერთ-ერთ თავის წერილში ნიუტონი წერდა (1676): „როგორც ალგებრაისტები aa, aaa და ა. შ. წერენ a2, a3 და ა. შ., მეც ასევე 1/a, 1/a2, 1/a3 -ის მაგივრად ვწერ: a-1, a-2, a-3 და ა.შ.“
უარყოფით მაჩვენებლიანი აღნიშვნები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე მეცნიერებასა და ტექნიკაში დიდი ჩანაწერების გასამარტივებლად და შესამოკლებლად.