ხარისძირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხარისძირა

ხარისძირაქართლ. – კრუხ-წიწილა, ჯიკუტა, ძერაკურკუტანა, ქვ. ქართლ. – ხარაძირა, რაჭ. – ჯუჯუყვერა, ყაყაჩო, თეთრი ყაყაჩო, ზ. იმერ., კახ. – ძმრის დედა, გურ. – ბატის-კვერცხაი, აჭარ. – ხარიძირა, კრუხის ბუდე, მეგრ. ხარზენი, ხარძენი, ხეჩელა


Helleborus caucasicus A. Braun, H. abchasicus A. Braun

ხარისძირა ბაიასებრთა ოჯახის წარმომადგენელია. გვხვდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ტყის პირი და ბუჩქნარია.

მრავალწლოვანი, 39-60 სმ სიმაღლის მცენარეა, რომელიც იკეთებს ღრმად დაკვეთილ ხერხკბილა ფოთლებს და ერთ, ორ ან მრავალყვავილიან ღეროს.

ძირის ფოთოლი ერთი აქვს ან ორი, გრძელყუნწიანი, ხუთი-თერთმეტი ნაკვთით, ხეშეში, მუქი მწვანე და მეზამთრე. ღეროზე განლაგებული ფოთლები ყვავილობის დროს მკრთალი მწვანეა და ყუნწგაფართოებული.

ყვავილი საკმარისად დიდია. კავკასიური ხარისძირას ყვავილი მკრთალი ყვითელი ან მკრთალი მომწვანოა. აფხაზურ ხარისძირას ყვავილი შეფერადებული აქვს ღვინისფრად. ნაყოფი რთულია, სამი-რვა ნაწილისგან შემდგარი. თითოეული მათგანი მომწიფებისას ერთი მხრიდან იხსნება და თესლი გარეთ ცვივა.

წყარო

ჩვენი ტყისა და მინდვრის ყვავილები ხეები და ბუჩქები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები