ხალხური ლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხალხური ლექსი – რიტმულ-ინტონაციურად ორგანიზებული პოეტური ტექსტი, რომლის ძირითადი კომპონენტებია: რიტმი, ინტონაცია, რითმა, სტროფი. მახვილი, საზომი.

ხალხური ლექსი გენეტიკურად მხატვრული აზროვნების განვითარების ადრეულ საფეხურზე ჩნდება. მის სათავეს წარმოადგენს ფოლკლორული სინკრეტიზმი, ე. ი. მუსიკის, ცეკვისა და სიტყვიერი ტექსტის თავდაპირველი ერთიანობა. პოეტური შემოქმედების შემდგომ საფეხურზე თანდათან იწყო რღვევა ამ სამა ელემენტის ერთიანობამ და სიტყვიერმა ტექსტმა ორგანიზებული ფორმა მიიღო, დამოუკიდებლად იწყო განვითარება.

ლექსის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა გუნდურ შესრულებიდან ინდივიდუალურ შესრულებაზე გადასვლამ, რაც კორიფეს ანუ დამწყების გააქტიურებას მოჰყვა. ამ საფეხურზე სიმღერის დამწყები ლექსის გაუმჯობესებაზე ზრუნავს: საგანგებოდ არჩევს სიტყვებსა და ფრაზებს, რომელსაც ან თვითონ თხზავს, ან სხვებისაგან გაგონილს იმახსოვრებს, სიტყვიერი ტექსტი თანდათან იძენდა იდეურ-მხატვრულ გააზრებასა და მტკიცე რიტმულ წყობას.

ლექსის ფორმირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშეს ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა: მესტვირეებმა, მეჩონგურეებმა, მეფანდურეებმა, ხალხური ლექსი განვითარების ყოველ ეტაპზე მჭიდროდ იყო დაკავშირებული სიმღერასთან.

ჯ. ბარდაველიძე



ლიტერატურა

  • მ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, თბ., 1956;
  • ჯ. ბარდაველიძე, ქათული ხალხური ლექსთწყობის საკითხები (რეფრენი, სტროფი, რითმა), თბ., 1960.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები