ჭუნირი – ქართული ხალხური ხემიანი საკრავი, გავრცელებულია სვანეთში. აქვს 3 (ცხენის ძუის) სიმი აწყობილი ტერციით, სეკუნდით და კვარტით. გამოიყენება როგორც სოლო ისე თანმხლები საკრავის სახით. დაკვრის დროს შემსრულებელი ზის და ჭუნირი მუხლზე აქვს დაყრდნობილი.
წყარო
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი