სეკუნდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სეკუნდა – (ლათ.secunda)
- ინტერვალი ორ-მომიჯნავე საფეხურს შორის (მაგ., დო-რე, მი-ფა, სოლ-ლა-ბემოლ და ა. შ.) აღინიშნება ციფრით 2. „პატარა სეკუნდა“ — 2 საფეხურის და ნახევარი ტონის შემცველი ინტერვალი, აღინიშნება — პ. 2; „დიდი სეკუნდა“ — 2 საფეხურის და ერთი ტონის შემცველი ინტერვალი, აღინიშნება — დ.2. „გადიდებული სეკუნდა“. ორი საფეხურის და 1 1/2 ტონის შემცველი ინტერვალი, აღინიშნება გ. 2; შემცირებული სეკუნდა — ორი საფეხურის და 0 ტონის შემცველი ინტერვალი — შ.2; ენჰარმონიულად იგი წმინდა პრიმის (უნისონის) ტოლია.
- მეორე საფეხური მოცემულიდან.