ენჰარმონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ენჰარმონიზმი - სხვადასხვა სახელწოდების ერთნაირი სიმაღლის ბგერების გაიგივება და გათანაბრება (მაგ. დო დიეზი – რე ბემოლი). არსებობს ენჰარმონიულად თანასწორი ინტერვალები (მაგ., პატარა ტერცია და გადიდებული სეკუნდა), აკორდები, ტონალობები და ენჰარმონიული მოდულაციები. ბგერებისა და ინტერვალების ესა თუ ის აღნიშვნა განისაზღვრება ბგერითი სისტემით ან მოცემულ კილოზე მათი დანიშნულებით.

ენჰარმონიული ტონალობები (მაგ, სოლ დიეზ მაჟორი და ლა ბემოლ მაჟორი).



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები