ჭობარეთი (მდინარე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭობარეთი – მდინარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავნის მარჯვენა შენაკადი. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2355 მ სიმაღლეზეა. სიგრძე 23 კმ, აუზის ფართობი 106 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა.