ჭავჭავაძე სპირიდონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჭავჭავაძე სპირიდონ მიხეილის ძე (3.III.1878 - 1952) - გენერალი. რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომისა და პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკი (1915). ულანთა მე-13 პოლკის უფროსი. გენერალ-მაიორი (1916).
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1924 წელს დაინიშნა ანტისაბჭოთა აჯანყების მთავარსარდლად. აჯანყების მარცხის შემდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. 1947 დაბრუნდა საქართველოში.
1951 დააპატიმრეს და მიუსაჯეს 25-წლიანი პატიმრობა. გარდაიცვალა ციხეში.
ჯილდოები და ორდენები
- წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით,
- წმ. ანას მე-2 ხარისხის და ხმლებით
- წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ხმლებით.
- დაჯილდოებული იყო იარაღით.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- Русская армия в Великой войне;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი