წინუბნისწყალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
წინუბნისწყალი – მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა შენაკადი. მარცხენა მხრიდან ერთვის მდინარე ლეკნარისღელეს და ალვანისღელე. სათავე აქვს აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე. მდინარის სიგრძე 24 კმ. გაედინება ახალციხის ქვაბულის ტერიტორიაზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. საშუალო წლიური ხარჯი 1,4 მ³/წმ.