წაღვერი (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წაღვერი – კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1020-1130 მ სიმაღლეებზე, ქ. ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 14 კმ მანძილზე. კლიმატი საშუალო მთის ტიპისაა. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა – -3.50C) და თოვლიანი, ზაფხული – ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +18.30C) და მშრალი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 585 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია სასარგებლო ჰავა და მინერალური წყალი.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები