გუჯარეთისწყალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გუჯარეთისწყალი (თორიაწყლი) მდინარე საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მურყნევის მთის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2060 მ სიმაღლეზე და ჩაედინება მდ. მტკვარში ქ. ბორჯომთან.

მდინარის სიგრძეა 43 კმ,
საერთო ვარდნა – 1285 მ,
აუზის ფართობი – 325 კმ,2 საშუალო მრავალწლიური ხარჯი წაღვერთან 3,24 მ3/წმ.

წყალდიდობები იწყება მარტის შუა რიცხვებიდან და გრძელდება ივნისის ბოლომდე. წყალმცირობის პერიოდში დამახასიათებელია წყალმოვარდნები. ზამთარში დამახასიათებელია ყინულნაპირისი, თოში, ყინულსაფარი. ვახუშტი ბაგრატიონი ასე ახასიათებს მდ. გუჯარეთისწყლის ხეობას: „… არს ხეობა გუჯარეთისა, და ყოფილარიან მრავალნი შენობანი და ეკლესიანი, გარნა აწ შემუსვრილნი”. ხეობა ოდითგანვე ყოფილა დასახლებული. XIX საუკუნეში აქ ოსებიც დასახლებულან.


წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები