წარმოებითი ურთიერთობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წარმოებითი ურთიერთობები - (relations of production) - მარქსისტული კატეგორია, გამოყენებული ადამიანებს შორის წარმოების, განაწილების, გაცვლისა და მოხმარების პროცესში წარმოქმნილი ურთიერთობების განსაზღვრისათვის. წარმოებითი ურთიერთობები, ეკონომიკური ურთიერთობებისაგან განსხვავებით, ეყრდნობა საკუთრებითი ურთიერთობის ერთ გაბატონებულ ფორმას, რაც განსაზღვრავს კლასების მდგომარეობას წარმოებაში, მათ ურთიერთდამოკიდებულებასა და პროდუქტების განაწილების ფორმებს.

ასეთი შინაარსის მატარებელი ურთიერთობები არსებობდა საბაზრო ეკონომიკის, როგორც ეკონომიკური სისტემის, ჩამოყალიბებამდე, საზოგადოების განვითარების ნებისმიერ სხვა ეტაპზე, მათ შორის, მბრძანებლურ-ადმინისტრაციული სისტემის ანუ სახელმწიფო მონოპოლისტური სოციალიზმის დროსაც. საბაზრო ეკონომიკა კი თეორიულად (კანონმდებლობითაც) გამორიცხავს საკუთრების ერთი რომელიმე ფორმის გაბატონებულ მდგომარეობას. იგი ეყეყრდნობა საკუთრების პლურალიზმს, ამიტომაც საბაზრო სისტემაში აღარ არსებობს კლასები და ეკონომიკური ურთიერთობაც განსხვავებული შინაარსის კატეგორიაა. რაც შეეხება წარმოებით ურთიერთობის ტერმინის გამოყენებას თანამედროვე ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების კვლევაში, ზემოთქმულიდან გამომდინარე, არამეცნიერულია. ამიტომაცაა, რომ დასავლურ ეკონომიკურ ლიტერატურაში იგი არ იხმარება.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები