მოხმარება (ეკონომიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოხმარება - (consumption), კვლავწარმოების ციკლის ბოლო სტადია, საქონლისა და მომსახურების გამოყენების პროცესი წარმოებრივი და არაწარმოებრივი (საბოლოო) მოხმარების სახით. მოხმარება დამოკიდებულია როგორც სიმდიდრეზე, ისე მიმდინარე შემოსავალზე (მოსალოდნელი შრომითი შემოსავლიდან გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი ღირებულება).