ძოწი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ძოწი – ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი წითელი ფერის საიუველირო ქვა – მაგმური მინერალი. გავრცელებულია მეტამოფულ ქანებში ფიქლებისა და გნეისების სახით. სამშენებლო საქმეში გამოიყენება, როგორც ცემენტისა და კერამიკული მასის დანამატი, ხელსაწყოთმშენებლობაში – როგორც საფირონისა და ლალის (ბადახშის) შემცვლელი, ელექტრონიკაში – როგორც ფერომაგნიტი და სხვ. მიიღება ხელოვნური გზითაც (ლაზერის კრისტალები). ძოწს, როგორც მაღალი სიმტკიცის ქვას, ხშირად იყენებენ აბრაზიულ მრეწველობაში (ალმანდინი, სპესარტინი, ანდრადიტი) საჭრელი და სახეხი ინსტრუმენტების დასამზადებლად.