ცირკუმფიქსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცირკუმფიქსი – (ლათ. circumfixus – ირგვლივ მიმაგრებული < ლათ. circum – გარშემო, ირგვლიე და fixus – მიმაგრებული), აფიქსის სახე, რომელიც პრეფიქსისა და სუფიქსის კომბინაციაა. ისინი ერთდროულად დაერთვიან ფუძეს და ერთ ფუნქციას გამოხატავენ.

ქართულში ცირკუმფიქსი განსაკუთრებით პროდუქტიულია სიტყვაწარმოებაში. მე-ქუდ-ე, სა-ქუდ-ე, უ-ქუდ-ო, მე-ათ-ე და ა. შ. ვარაუდობენ, რომ პრეფიქსსა და სუფიქსს ამ ფორმებში დამოუკიდებელი ფუნქცია უნდა ჰქონოდათ და მხოლოდ მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ ცირკუმფიქსებად.

მ. ბერიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები