ცეცხლსატყორცნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცეცხლსატყორცნიცეცხლგამჩენი იარაღის სახეობა ცეცხლნარევის გამიზნული ტყორცნისთვის. აზიანებს მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას და მატერიალურ საშუალებებს, აგრეთვე საბრძოლო მოქმედების რაიონებში აჩენს ხანძარს. იყოფა: ჭავლიან და კაფსულიან ცეცხლსატყორცნებად.

ჭავლიან ცეცხლსატყორცნებში ცხელი ჭავლის სახით ცეცხლნარევის ტყორცნა ხორციელდება შეკუმშული ჰაერის (აზოტის) ან დენთის აირის ხარჯზე, რომლებიც წარმოიქმნებიან სპეციალური სატყორცნი მუხტის (ფუგასური ცეცხლსატყორცნები) წვის შედეგად. კაფსულიან ცეცხლსატყორცნებში კაფსულებში (ამპულებში) განთავსებული ცეცხლნარევი მიზანთან მიაქვთ რეაქტიული ძრავის (რეაქტიული ცეცხლსატყორცნი) ან სატყორცნი მუხტის (ამპულასატყორცნის) მეშვეობით. ცეცხლსატყორცნი პირველად გერმანიაში I მსოფლიო ომის დროს გაჩნდა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები