ცეცხლის სიმჭიდროვე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლის სიმჭიდროვე – ჭურვების (ნაღმების, ტყვიების) ხარჯი 1 წუთში სამიზნის ერთეულ ფართობზე ან ფრონტის (მოძრაობის მარშრუტის) სიგრძეზე; მიზანზე ცეცხლის ზემოქმედების ინტენსივობის მახასიათებელი.
არტილერიის ცეცხლის სიმჭიდროვე განისაზღვრება იმ ჭურვების რაოდენობით, რომლებსაც არტილერია უშვებს 1 წთ-ში მიზნის ფრონტის 100 მ-ზე ან 1 ჰა ფართობზე; საზენიტო არტილერიისა – საჰაერო მიზანზე ჭურვების გასკდომის (გასროლის) რაოდენობით ცეცხლის ზონაში გავლილი გზის ყოველ კმ-ზე. სასროლი იარაღისა – ტყვიების რაოდენობით 1 მ ფრონტზე, რომლებსაც ისვრიან ყველა სახეობის სასროლი იარაღიდან 1 წთ-ში.