ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალები – საარტილერიო ჭურვები (ნაღმები), საავიაციო ბომბები, ხელყუმბარები, ტყვიები, რომელთა დანიშნულებაა აალებადი ობიექტების, საბრძოლო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის განადგურება. ცეცხლგამჩენი საარტილერიო ჭურვები (ნაღმები) და საავიაციო ბომბები დატენილია ცეცხლგამჩენი ნივთიერებებით (თერმიტი, ფოსფორი, ნაპალმი და სხვა). არის აგრეთვე მსხვრევად-მანათებელი ჭურვები, ჯავშანგამტანი ცეცხლგამჩენი ჭურვები და სხვა, რომელთა დასამზადებლად ცეცხლგამჩენ ნივთიერებებთან ერთად ფეთქებად ნივთიერებებსაც იყენებენ.