ცემენტ-ქვიშის კრამიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ცემენტ-ქვიშის კრამიტი − კრამიტის სახეობა დამზადებული შეღებილი დუღაბის დაწნეხვით. ნარევი შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან: პორტლანდცემენტი, კვარცის ქვიშა, ტუტემედეგი პიგმენტი და წყალი. მოცულობითი შეღებვა კრამიტს უნარჩუნებს ფერს მთელი ექსპლუატაციის პროცესში. კრამიტის ყველაზე გავრცელებული შეფერილობაა გამომწვარი თიხის აგურის ფერი (ტერაკოტა), წითელი ოხრის და ყავის ელფერით.