ჩხოროწყუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩხოროწყუ

ჩხოროწყუქალაქი (1960 წლიდან) საქართველოში, სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მოიცავს სოფელ გარახას. გაშენებულია მდინარე ხობისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 180 მ-ზე, თბილისიდან 344 კმ.

სახელწოდება

სახელწოდება ჩხოროწყუს ორივე შემადგენელი ფუძე მეგრულია: ჩხორო („ცხრა") წყუ („წყალი“, „წყარო“). როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია შენიშნული, ჩხოროწყუ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს აქ უთუოდ ცხრა წყარო დიოდა; უბრალოდ ეს ადგილი მდიდარი ყოფილა წყაროებით; ცხრა საკრალური რიცხვია და წყაროთა სიმრავლეზე უნდა მიგვანიშნებდეს. სიტყვა ჩხორო („ცხრა“) მართლაც საკმაოდ ხშირად იჩენს თავს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტოპონიმიაში. ჩხოროწყუს საერთო-ქართულ ტოპონიმიაში მრავალი ანალოგი ეძებნება, ამიტომ იგი მხოლოდ „წყარომრავალ ადგილად უნდა გავიაზროთ.



წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები