ჩხანგიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩხანგიკი – კორეული სახალხო მუსიკალური დრამა, რომელშიც გაერთიანებულია მუსიკალური დრამის, ნაციონალური დრამატული სანახაობების და ნაციონალური ცეკვის ელემენტები. აღმოცენდა მე-6-7 საუკუნეებში თეატრალური ინტერმედიების საფუძველზე. ჩხანგიკის შემდგომი განვითარება დაკავშირებულია შუა საუკუნეების კორეელი ჰისტრიონების კვანდეების მოღვაწეობასთან, რომლებიც ასრულებდნენ ლირიკულ-ეპიკურ სიმღერებს.

მე-17-18 საუკუნეებში ჩხანგიკს ასრულებდა ორი მსახიობი ღია მოედანზე. ერთი მათგანი ასრულებდა ყველა როლს, მეორე კი აკომპანირებდა დოლზე დაკვრით. მე-19 საუკუნის შუახანს დამუშავებულ იქნა ჩხანგიკის სიმღერის სტილური თავისებურებანი: ფხენჩჟო – სიხარულის, აღტაცების გამოხატვა; უჩჟო – საზეიმო განწყობილება; გემიონჩჟო – უბედურება, მწუხარება. ეს სტილები ეფუძნება პენტატონიკას; მათში გამოყენებულია 15 სხვადასხვა რიტმი, მრავალფეროვანი ტემპი. მე-19 საუკუნეში ჩხანგიკი გადადის პროფესიულ სცენაზე და გარდაიქმნება ნაციონალურ ოპერად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები