ჩრდილოეთის ომი 1700 -21

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ჩრდილოეთის ომი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლტავის ბრძოლა

ჩრდილოეთის ომი 1700 -21, შვედეთის ომი კოალიციის წინააღმდეგ, რომელშიც შედიოდნენ რუსეთი, დანია, საქსონია და პოლონეთი (ომის ბოლო ეტაპზე შვედეთის წინააღმდეგ ომში ჩაება პრუსიაც).

თავდაპირველად შვედეთის მეფემ კარლოს XII -მ ერთანეთის მიყოლებით დაამარცხა მოწინააღმდეგენი, მაგრამ რუსეთის მეფე პეტრე I არ წყვეტდა სამხედრო მოქმედებებს. კარლოს XII შეიჭრა რუსეთის სახელმწიფოს სიღრმეში, მაგრამ მოსწყდა თავის მომარაგების ბაზებს, რის გამოც მძიმე მარცხი იწვნია პოლტავასთან 1709 წელს. ამის შემდეგ ომში აშკარად გამოიკვეთა რუსეთის უპირატესობა, რომელიც პეტრე I-ის რეფორმებმა ევროპის ერთ-ერთ უძლიერს სახელმწიფოდ აქცია.

ნიშტადტის ზავით 1721 წელს შვედეთმა რუსეთს დაუთმო აღმოსავლეთ ბალტიისპირეთი.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები