ჩადი (სახელმწიფო)
ჩადი (Chad — ჩადის რესპუბლიკა) — სახელმწიფო ცენტრალურ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.
ფართობი — 1,284 მლნ. კმ2.
მოსახლეობა — 11,5 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენები – ფრანგული, არაბული.
დედაქალაქი – ქ. ნჯამენა.
ადმინისტრაციულად იყოფა 14 პრეფექტურად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო – ორპალატიანი პარლამენტი.
დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1960 წელს. ჩადი ჩამორჩენილი აგრარული ქვეყანაა, ერთ-ერთი უღარიბესი აფრიკის კონტინენტზე. სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მეცხოველეობა, თევზჭერა (ჩადის ტბა).
საერთაშორისო აეროპორტი: ნჯამენა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 25,3 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 17 ათ., სამხედრო-საჰაერო ძალები 0,3 ათ., რესპუბლიკური გვარდია 5 ათ და ჟანდარმერია 3 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.