შმიდტი კარლ ჰორსტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კარლ ჰორსტ შმიდტი – (დ. 31 მაისი 1929, დასაუ-ანჰალტი, გერმანია გ. 29 ოქტომბერი, 2012, ბონი), გერმანელი ენათმეცნიერი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1954). პროფესორი (1964). ბონის უნივერსიტეტის საენათმეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი, შედარებით-ინდოევროპული ენათმეცნიერების კათედრის გამგე (1974), მიუნსტერისა (1964-66) და ბონის (1966–74) უნივერსიტეტების პროფესორი.

სწავლობდა ქართველურ ენათმეცნიერებას ბონის უნივერსიტეტში გ. დეეტერსის ხელმძღეანელობით. შმიდტის უმნიშვნელოვანესი ნაშრომები კავკასიურ ენებს და კელტუროლოგიის პრობლემას ეხება. ქართველოლოგიურ ნაშრომთაგან აღსანიშნავია ქართველურ ენათა ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მონოგრაფია „ქართველური ფუძეენის ბგერათსისტემის რეკონსტრუქციისათვის“ (ვისბადენი, 1962; ქართ. თარგმ. – 1964). ეს წიგნი ერთი პირველთაგანია იმ შრომათა შორის, რომლებიც ქართველურ ენათა შედარებით-ისტორიული შესწავლის დარგში მოასწავებენ ახალი მიმართულების დაწყებას საერთო ქართველური ფუძეენის რეკონსტრუქციის პრობლემათა გათვალისწინებით. შმიდტიის შრომებში სპეციალური განხილვის საგანია აგრეთვე ქართეელურ და ინდოევროპულ, ენათა ტიპოლოგიური შედარების პრობლემა.

თ. გამყრელიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები