შინდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შინდი - Cornus mas L.

Fam. Cornaceaeოჯ. შინდისებრნი
Cornus mas L. – შინდი
მეგრულად – ბძგირი.

პატარა ზომის ხეა ან ბუჩქი. ფოთლები კვერცხისებრია ან კვერცხისებრ-ელიფსური ფორმიდან დაწყებული ლანცეტა ფორმამდე, ძირში მომრგვალო ან სოლისებრი, თავწაწვეტებული, მოკლე ყუნწიანი, კიდემთლიანი, მოპირისპირედ განწყობილი. ყვავილები ორსქესიანია, აქტინომორფული, მარტივ ქოლგებად შეკრებილი; გვირგვინი 4-ფურცლიანია, ყვითელი. ნაყოფი ელიფსური ან თითისტარისებრი კურკაა, სიმწიფისას ღია ან მუქი წითელი, იშვიათად ყვითელი. ყვ. III-IV; ნაყ. IX-X.

ტყის, მეზოფილური მცენარეა. ბინადრობს მშრალ, მზიან, კლდოვან კირქვიანებზე, ველობებზე, სითბოსმოყვარულ მუხნარებში, ნათელ მუხნარ-რცხილნარ ტყეებში, მთის შუა და ზედა სარტყელში.

სამკურნალოდ გამოიყენება ნაყოფი, ფოთოლი და ქერქი.

შინდის მწიფე ნაყოფები გამოირჩევა მთელი რიგი სასარგებლო თვისებებით, მათი მდიდარი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობის გამო. დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს, მათ შორის ასკორბინის მჟავას; მინერალურ ელემენტებს: რკინას, ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, კალციუმს და სხვ., ასევე დიდ კონცენტრაციას ტანინების, ფიტონციდების, ამინომჟავების და ფლავონოიდებისას. ბუნებრივი შაქრები წარმოდგენილია ფრუქტოზითა და გლუკოზით.

ხასიათდება სიცხისდამწევი, ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიოციდული, ნაღველმდენი, შარდმდენი, ანტიდიაბეტური, იმუნიტეტის ამწევი, ანტისაფაღარათო, მატონიზირებელი და აღმგზნები მოქმედებით.

ნაყოფების გამოყენება ხელს უწყობს ორგანიზმს რიგი დარღვევების გამოსწორებაში: ამაგრებს გულის კუნთს და სისხლძარღვების კედლებს; ამაღლებს წნევას ჰიპოტონიის დროს; ამცირებს გლუკოზისა და ქოლესტერინის დონეს; ნორმალიზდება მეტაბოლური პროცესები; იწვევს ანტიბაქტერიალურ, მატონიზირებელ, შარდმდენ, ნაღველმდენ და მსუბუქ გამაუმტკივნებელ მოქმედებას; აცილებს ანთებით პროცესებს; წმინდავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს; ეხმარება ავიტამინოზისა და ანემიის დროს; ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს; ამსუბუქებს მდგომარეობას ბუასილის, ნიკრისის ქარისა და ართრიტის დროს.

მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია მამაკაცებისა და ქალების ჯანმრთელობისათვის. კერძოდ: მამაკაცებში ახდენს კუნთოვანი და ნერვული სისტემის მატონიზირებას, ამაღლებს პოტენციას და ახდენს შარდ¬სასქესო ორგანოების მუშაობის ნორმალიზებას. ქალებში იწვევს სისხლის წითელი ბურთულაკების აქტიურ წარმოქმნას, ხელს უწყობს ქალის ორგანიზმს მენსტრუალური ციკლის შემდგომ სისხლის აღდგენაში, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას დეპრესიული მდგომარეობისას.

ქართულ ხალურ მედიცინაში იხმარება კუჭ-ნაწლავის აშლილობისას როგორც შემკვრელი საშუალება, ყვავილის ნახარშით მკურნალობდნენ საშვილოსნოდან სისხლდენას, დანაყილ შინდის კურკებს დიზენტერიის საწინააღმდეგოდ იყენებდნენ (შენგელია, 1983).

სიფრთხილე მართებთ მისი გამოყენებისას მაღალი წნევის, კუჭის ამაღლებული სეკრეციის, ნერვული აღგზნებადობისა და ფსიქიკის დარღვევების დროს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები