შეჭრა (სამხედრო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეჭრა (სამხედრო ტერმინი)

1. ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შესვლა ხმელეთით, ჰაერით, ან ზღვიდან მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მისი ხელისუფლების თანხმობის გარეშე. შეჭრა არის აგრესიის აქტი. ხორციელდება, როგორც წესი, უეცრად.

სახელმწიფო საზღვრის (საჰაერო სივრცის, ტერიტორიული წყლების) დარღვევა, მისი გადაკვეთა სხვა ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების, ცალკეული თვითმფრინავების ან ხომალდების მიერ დაზვერვის, ან დივერსიის მიზნით ასევე ითვლება შეჭრად;

2. სტრატეგიული მასშტაბის საზღვაო-სადესანტო ოპერაციის სახეობა, რომელიც საომარი მოქმედებების თეატრზე ხორციელდება საომარი მოქმედებების მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადასატანად ახალი ფრონტის შექმნის მიზნით და მთელი მისი ტერიტორიის ან მნიშვნელოვანი ნაწილის დასაკავებლად. შეჭრის ძალების შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ერთი ან მეტი საველე არმია, საზღვაო ქვეითი ჯარის რამდენიმე დივიზია, საჰაერო-სადესანტო დივიზიები, ფლოტის და ავიაციის დიდი ძალები. ტერმინი იხმარება აშშ-ის და ნატოს სხვა ქვეყნების შეიარღებული ძალებში


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები