შეიარაღებაში მიღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეიარაღებაში მიღება - ოფიციალური გადაწყვეტილება (ბრძანება) ახალშექმნილი ან მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკის სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების საშტატო საშუალებების შემადგენლობაში შეტანის შესახებ.

მთელ რიგ ქვეყნებში ხორციელდება თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით მას შემდეგ, რაც შემკვეთი სამმართველო დაადასტურებს საცდელი ნიმუშების მისაღები გამოცდების შედეგებს. ზოგიერთ სახელმწიფოში შეიარაღებაში მიღება წარმოებს სამხედრო უწყებების მიერ სამხედრო ტექნიკის შესყიდვის პროგრამების ფარგლებში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები