ყვითელი დუმფარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყვითელი დუმფარა

Fam. Nyphaeaceaeოჯ. დუმფარასებრნი
Nuphar luteum (L.) Smith in Sibth. et Sm.ყვითელი დუმფარა
მეგრულად – ლორტყი, ოსოყია.

მრავალწლოვანი წყლის მცენარეა, ჰორიზონტალური, სქელი, ხორცოვანი ფესურით და წყლის პირზე მცურავი ფოთლებით. მოტივტივე ფოთლები ტყავისებრია, კვერცხისებრ-ოვალური, ძირში ღრმად გულისებრ ამოკვეთილი, გრძელყუნწიანი, წყალში ჩაშვებული – თხელია, თითქმის გამჭვირვალე, ტალღისებრი კიდეებით და უფრო მოკლე ყუნწით. ყვავილები მარტოულია, მცურავი, წვეროსეული, 4-5 სმ დიამეტრის, ალკოჰოლის სურნელით, რითიც იზიდავს დამამტვერიანებლებს, ყვითელი ფერის. ნაყოფი გლუვი, კვერცხისებრი ფორმის კოლოფია, მრავალბუდიანი და მრავალრიცხოვანი თესლით, მწიფდება წყლის ზედაპირზე. ყვ. VI-IX; ნაყ. VIII-IX.

წარწერის ტექსტი

იზრდება მთის ქვედა სარტყელში, ტბებში, მდორე წყლებსა და ჭაობებში.

სამკურნალოდ გამოიყენება ფესურა, ფოთლები, ყვავილი. ფესურა შეიცავს დიდი რაოდენობით მთრიმლავ ნივთიერებებს, ალკალოიდ ნიმფეინს, სახამებელს; ყვავილებში აღინიშნება კრისტალური ტიპის გლიკოზიდი ნიმფალინი.

ხასიათდება მძლავრი სიცხისდამწევი მოქმედებით. ყვავილების ნაყენი ეფექტურია ნევროზების, ნევრალგიების, რევმატიზმის, სიყვითლის, უძილობის სამკურნალოდ. ღვინოზე დაყენებული ფესვის ნაყენი ხსნის უხვ ჩირქოვან გამონაყოფს; ხოლო ფესვების ნახარში – ტკივილებს, ეპიდერმისის ანთებითი პროცესების უსიამოვნო სიმპტომებს, გამოიყენება კუჭის აშლილობის დროსაც. ფესვები საფენების სახით იხმარება მწვავე ვირუსული ინფექციებისა და გაციების შემთხვევაში.

მითითებულია ფესვის ნაყენის სამკურნალო გამოყენება ელენთის სხვადასხვა სახის სიმსივნეების, აგრეთვე ავთვისებიანი წარმონაქმნებისას.

მცენარე შხამიანია, საჭიროებს სიფრთხილით გამოყენებას.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები